ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

bravissimo.ge მეკობრეობასთან ბრძოლას იწყებს





18 ივნისი, 2014

← სხვა სიახლეები

18 ივნისს, ”ბრავო რექორდსში” გაიმართა პრეს-კონფერენცია, სადაც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და მუსიკალური ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსი”-ს შვილობილი კომპანია, პირველი ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ გვერდი - ”bravissimo.ge”-ს შორის გაფორმდა ლიცენზია, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ ვებ გვერდზე გაყიდული ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებებიდან დადგენილი თანხის გადახდას ავტორებისათვის. (კომპოზიტორები,ტექსტის ავტორები და მუსიკალურ გამომცემლობები (Publishers)).
ციფრულ ბაზარზე ლიცენზირებული მუსიკალურ-გასართობი პორტალის ”bravissimo.ge”-ს დაარსება, თავის მხრივ ნიშნავს ქართულ მეკობრულ ინტერნეტ სივრცეში პირველი ლეგალური ალტერნატივის გაჩენას. აღნიშნული ნაბიჯი იქნება რეალური ბიძგი ინტერნეტში მეკობრეობასთან ბრძოლის ქმედითი პროცესების დასაწყებად. საქართველოს ევროინტეგრაციის ფონზე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქართველი ავტორ-შემსრულებლები უკვე საკმაო ხანია გამოხატავენ ერთიან ინიციატივას თავიანთი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით. ბრავო რექორდსი და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია აცხადებს მზადყოფნას დაიცვას ქართველ ხელოვანთა უფლებები და აღკვეთოს ინტერნეტში საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების არალეგალური გავრცელება.

წინამდებარე პროცესში ჩართული ყველა მხარე იმედს გამოთქვამს, რომ დაწყებული ინიციატივა მხარდაჭერას ჰპოვებს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესში.