ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

საქართველოში პირველი ლიცენზირებული მუსიკის ვებ-გვერდის bravissimo.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა

23 მაისს, შერატონ მეტეხი პალასში საქართველოში პირველი, სრულიად ახალი და ნოვატორული პროექტის, ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ გვერდის BRAVISSIMO.GE -ს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალურად პრეზენტაციისათვის მოწვეული იყო  Sony Music-ის რეგიონალური მართველი დირექტორი - არინა სუხოვა.

საქართველოში პირველად, ვებ პორტალის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ლიცენზირებული, მაღალი ხარისხის როგორც უცხოური ასევე ქართული მუსიკა მსოფლიო ფასების სტანდარტებთან შედარებით საკმაოდ დაბალ ფასებში. ლიცენზია უცხოურ ქონთენთის ონლაინ გაყიდვაზე „bravissimo.ge”-მ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი Record Label-ისგან SONY MUSIC-ისგან შეიძინა. გარდა ამისა ვებ გვერდზე იქნება სხვა პროდუქტებიც, რომელიც მუსიკას და მუსიკალურ ბიზნესს უკავშირდება. ეს არის:

  1. ქართული და უცხოური მუსიკალური ინდუსტრიის და ზოგადად შოუ-ბიზნესის ცხელ-ცხელი და ხშირად ექსკლუზიური ახალი ამბები
  2. მუსიკალური ივენთების და ცოცხალი კონცერტების ყოველდღიური აფიშა
  3. ქართული და უცხოური მუსიკალური ჩარტები (მუსიკოსი შემსრულებლების მიერ გამოშვებული CD ალბომების და სინგლების ყოველთვიური რეიტინგები)
  4. ყველაზე პოპულარული ქართული ჰიტების კარაოკე ვერსიები
  5. რინგბექტონები მობილური ტელეფონებისთვის
  6. მრავალფეროვანი ქართული და უცხოური სასიმღერო კრებულები
  7. სხვადასხვა პოპულარული ქართველი და უცხოელი მუსიკოსების სახელზე გამოშვებული ფან-აქსესუარები - მერჩენდაიზინგი
  8. მუსიკალური მემორაბილია ცნობილი ქართველი მუსიკოსების მიერ ნაქონი ნივთები
  9. ფიზიკური CD ალბომები ადგილზე მიტანით

„ბრავო რექორდსი“ თითქმის 3 წელია მუშაობს საქართველოს უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერთან „კავკასუს ონლაინ“-თან და კომპანია „ბრენდინგ.ჯი“-სთან ერთად საქართველოში პირველი მუსიკისა და მუსიკალური პროდუქტების ვებ გვერდის „bravissimo.ge“-ს შექმნაზე.
ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია იქნება ყველაზე ახალი, ექსკლუზიური, 100% -ით ლეგალური, ხარისხიანი და იაფი საქართველოში.
ამასთან ერთად „bravissimo.ge“ ნებისმიერ მელომანს ან უბრალოდ მუსიკით დაინტერესებულ ადამიანს შეუქმნის კომფორტულ გარემოს, რომელიც იქნება ინფორმაციის და გართობის წყარო, თანამოაზრეების პოვნისა და ურთიერთობის საშუალება.
„bravissimo.ge“-ს მეშვეობით ჩამოყალიბდება მომხმარებლის მუსიკასთან ურთიერთობის სრულიად ახალი კულტურა საქართველოში.
ვებ გვერდის ქართული ქონთენთი (მუსიკა, კარაოკე, მერჩენდაიზინგი, მემორაბილია, CD ალბომები) ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციისთვის, რაც მათთვის ერთგვარი სულიერი კავშირი იქნება საქართველოსთან.

პროექტის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა: 63 ბიტი, კარაოკე.ჯი და ჯეოლაინი

დააფასე მუსიკა!