ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

საქართველოში პირველად ბრიტანული ფესტივალი - ”Global Gathering 2014” ჩატარდება





12 ივნისი, 2014

← სხვა სიახლეები

12 ივნისს, რესტორან OTIUM-ში საქართველოს ვარსკვლავ ნინა სუბლატის სადებიუტო ალბომის პრეზენტაციასთან ერთად ბრავო რექორდსის პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ პრესის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს საქართველოში პირველი ლიცენზირებული ელექტრონული ფესტივალის ”Global Gathering 2014”-ის ჩატარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

2014 წლის სექტემბერში საქართველოში პირველად ”ბრავო რექორდსი” რუსთავის მერიასთან ერთად ატარებს მსოფლიოში უაღრესად ცნობილი ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ბრიტანულ ფესტივალს - ”Global Gathering 2014”. ფესტივალი 2001 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება და აღიარებულია როგორც საუკეთესო საერთაშორისო ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ფესტივალი. 19 და 20 სექტემბერს 40 000-მდე მსმენელს რუსთავის მოტოპარკში მსოფლიოს სუკეთესო დიჯეები დაუვიწყარი უიქენდს პირდებიან. გარდა უცხოელი დიჯეებისა, ფესტივალზე გამოვლნენ ქართველი დიჯეები და მუსიკოს-შემსრულებლები. სწორედ ამ შემსრულებელთა სიაში მოხვდა ნინა სუბლატი, რომელიც მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება ახალი CD ალბომის რეპერტუარით.

იხილეთ ”Global Gathering 2013” ბრიტანეთში: