ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ბრავო რექორდსში ირაკლი ჩარკვიანის ახალი CD ალბომის პრეზენტაცია გაიმართა





24 ივნისი, 2014

← სხვა სიახლეები

დღეს, 24 ივნისს „ბრავო რექორდს“-ში გაიმართა ირაკლი ჩარკვიანის ახალი CD ალბომის სახელწოდებით ”The best of KING“ პრეზენტაცია, რომელზეც მუშაობა ”ბრავო რექორდსში” ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. CD ალბომში შედის ირაკლი ჩარკვიანის 11 ყველა დროის საუკეთესო ჰიტი და ასევე მსმენელისათვის ნაკლებად ცნობილი 5 ბონუს სიმღერა.

გარდა საუკეთესო და ბონუს მუსიკალური ნაწარმოებებისა CD ალბომის დიზაინი განსხვავებული და ორიგინალური ფორმით არის წარმოდგენილი, რომლის კონცეფცია ქეთათო პოიაშვილს და დავით მაჭავარიანს (კაკადუ) ეკუთვნის. ალბომის სრული ტირაჟი სპეციალური შეკვეთით უკრაინაში დაიბეჭდა. CD ალბომს თანდართული აქვს მინი კატალოგი, რომელიც აწყობილია ირაკლის საუკეთესო ლექსებით, ექსკლუზიური ფოტოებითა და ჩანაწერებით.

აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ მუსიკალურ მაღაზიებში ირაკლი ჩარკვიანის არც ერთი ირაკლის ალბომი არ არის გაყიდვაში და ამ ალბომის სახით, ”ბრავო რექორდსმა” შესძლო მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრების თავმოყრა და ერთ ალბომად გაერთიანება, რომელიც ერთიან წარმოდგენას შეუქმნის თითოეულ ადამიანს თუ როგორი იყო ირაკლი ჩარკვიანი. ეს ალბომი უდიდესი საჩუქარია ირაკლის ერთგული მსმენელისათვის.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ირაკლის მეგობრები, ოჯახის წევრები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, ჟურნალისტები და სხვები. თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცა მეფის ახალი ალბომები, ალბომის წარდგენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ქონდა მოესმინა რობი კუხიანიძის მიერ შესრულებული ირაკლის ერთ-ერთი ჰიტი რომელიც ახალ CD ალბომში შევიდა. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა ე.წ. „Signing Party”, სადაც ყველა მსურველს ნაჩუქარ ალბომებზე გელა ჩარკვიანმა და ქეთათომ ავტოგრაფები დაურიგეს.

CD ალბომი 26 ივნისიდან ’ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება. (მაღაზია ”გურუ”, ლიტერატურული კაფეები, აეროპორტის მაღაზიები, რუსთაველზე არსებული სუვენირების მაღაზიები და ა.შ.)

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სპონსორები: კავკასუს ონლაინი და პე-ეს-პე
პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”

პროექტის რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და ”ფორტუნა”