ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ეთნო არტ ჯგუფ ”თსუ გორდელა”-ს სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია





11 ივლისი, 2014

← სხვა სიახლეები

დღეს, 11 ივლისს, ”ბრავო რექორდს”-ში გაიმართა ჯგუფ ”თსუ გორდელა”-ს სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია.
”ბრავო რექორდსში” რამოდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჯგუფის CD ალბომის რეპერტუარზე და სტუდიურ ჩაწერებზე მუშაობა. ალბომის მუსიკალური კონცეფცია ჯგუფის რეპერტუარიდან 12 მსიკალური კომპოზიციის შერჩევას და გათანამედროვებული და ახლებური ფორმით გაჟღერებას გულისხმობდა. ამისათვის ”ბრავო რექორდსის” სპეციალური მოწვევით უნიჭიერესმა თანამედროვე კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ ჯგუფის მუსიკალურ ხელმძღვანელთან - თამაზ მამალაძესთან ერთად შექმნა არსებული ნაწარმოებების სრულიად ახალი ვერსიები.
საქართველოში მოღვაწე ფოლკლორული ჯგუფებისაგან განსხვავებით ”გორდელას” შემოქმედება ახალი ეტაპია ქართულ ეთნო-არტ მუსიკაში. ჯგუფი შედგება შვიდი უნივერსალური მუსიკოსისაგან, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკლებლივ ყველა წევრი არის, როგორც პროფესიონალი ვოკალისტი, ასევე პროფესიონალი ინსტრუმენტალისტი. ჯგუფის კიდევ ერთი ძლიერი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ მუსიკოსები თითოეულ კომპოზიციაში იყენებენ 10-ზე მეტ ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტს, რომელთა ჟღერადობაც არცერთ მსმენელს არ ტოვებს გულგრილს.

ჯგუფის ისტორია:
"თსუ გორდელა" 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. ჯგუფი არა ერთი ფესტივალის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია.
2012-2013 წლებში ჯგუფს ჰქონდა სოლო კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, უკრაინა, ლიტვა) სადაც უცხოელი მაყურებლის უდიდესი აღფრთოვანება და ოვაციები გამოიწვია. მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, „გორდელამ“ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მუდმივად მართავს სოლო კონცერტებს და ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში.

CD ალბომი 25 ივლისიდან ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება „ბრავო რექორდს“-ის სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში.

პროექტის სპონსორები: ლუდი ”მთიელი” და ”გურჯაანის ნაყინი”
რადიო მხარდამჭერები: “ფორტუნა” და “არ დაიდარდო”
პროექტის ოფიციალური მზღვეველი: ”არდი ჯგუფი”