ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ცნობილი აზერბაიჯანელი პოპ და ტელე ვარსკვლავი რეჰიმ რეჰიმლი „ბრავო რექორდსში“ ახალ სიმღერებს ჩაწერს





1 ნოემბერი, 2014

← სხვა სიახლეები

ცნობილმა აზერბაიჯანელმა პოპ და ტელე ვარსკვლავმა, რეჰიმ რეჰიმლიმ „ბრავო რექორდსში“ ახალი სიმღერების ჩაწერაზე დაიწყო მუშაობა. იგი „ბრავო რექორდსში“ სამ ახალ სიმღერას ჩაწერს. სიმღერების ტექსტის ავტორი და კომპოზიტორი თავად არის, არანჟირების ავტორი კი, კომპოზიტორი და „ბრავო რექორდსის“ ხმის რეჟისორი, პეკე ბეგაშვილია. მომღერალი ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებას საქართველოში გეგმავს.

რეჰიმ რეჰიმლი აზერბაიჯანელი ტელემაყურებლების ფავორიტია. იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს, „შოუ რეჰიმლი“-ს წამყვანი და ავტორი. ასევე პროექტების „შოუ რეჰიმლი“-ს („რეჰიმლის შოუ“), „დოსთუმ“ („მეგობარი“), „თაფ დოსტუმ“ („იპოვნე, მეგობარო“) „ოინა დოსთუმ“ („იცეკვე, მეგობარო“) ავტორი და წამყვანი.

რეჰიმს მიღებული აქვს სრული მუსიკალური განათლება. იგი ხუთი წელი მუშაობდა თურქეთში, თურქული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. მისი სიმღერები და კომპოზიციები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს აზერბაიჯანში. ამ ეტაპზე მას ჩაწერილი აქვს ერთი CD ალბომი, ხოლო შემდეგი ალბომის ჩაწერას მომღერალი „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში გეგმავს.

https://www.facebook.com/RehimRehimliOfficial?fref=ts