ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„არა ძალადობას!“ - „ბრავო რექორდსში“ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ჰიმნი ჩაიწერა





29 ოტომბერი, 2014

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსში“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის - „არა ძალადობას!“ ჰიმნი ჩაიწერა. ჰიმნის მუსიკა ეკუთვნის რუსა მორჩილაძეს, ტექტსი კი, ირინა სანიკიძემ დაწერა. ჰიმნს ასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები და შემსრულებლები - ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, მაკა ზამბახიძე, ანსამბლი „ფორტე“, ოთო ნემსაძე, ნინი წიკლაური, ნატალია ქუთათელაძე, მარიკო ებრალიძე, ბაკურ ბურდული, ზურა ხაჩიძე, გიორგი მახარაშვილი, სოფო ტოროშელიძე, ვაჟა მანია, ნუცა ბუზალაძე, სოფო გელოვანი, რომლებიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ჰიმნის ჩაწერისას, კამპანიის ვიდეო-რგოლი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო.

სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ განხორციელდება შსს-ის ინიციატივითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდში დგომით. კამპანიის მხარდამჭერები არიან კომპანია „ბრავო რექორდსი“ და სახელოვნებო ინდუსტრია „არტ პალასი“.

 

          

                                  

            

           

 http://www.youtube.com/watch?v=IMIkoJ9KxqQ