ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

საბინა ჭანტურია „ბრავო რექორდსში“ ახალ სიმღერას წერს





11 ნოემბერი, 2014

← სხვა სიახლეები

საბინა ჭანტურია „ბრავო რექორდსში“ ახალ ქართულ სიმღერას წერს.

საბინა წარმოშობით ქართველია, თუმცა შვედეთში ცხოვრობს, იქ სწავლობს და მოღვაწეობს.

შვედეთში ის საკმაოდ პოპულარული მომღერალია - ჰყავს საკუთარი ბენდი, რომელთან ერთადაც ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში და ტურნეებზეც დადის მსოფლიოს გარშემო. მას საქართველოშიც არაერთ კონცერტში მიუღია მონაწილეობა - გასულ ზაფხულს არტ-გენზეც გამოვიდა და კონცერტ-აქციაზე "არა ოკუპაციას!" რამდენიმე სიმღერა შეასრულა, "ლიგამუსში" კი საკუთარი ქართული სინგლის პრეზენტაციაც გამართა.

ამჯერად საქართველოში ახალი სიმღერის ჩასაწერად ჩამოვიდა, რომელიც მის მიერ დაწერილი Spider Web-ის ქართული ვერსია იქნება. Spider Web-ის ინგლისურენოვანი ვერსიის კლიპი ჰოლივუდშია გადაღებული. საბინამ გადაწყვიტა ამ სიმღერის ქართული ვერსიაც შეექნა, რისთვისაც „ბრავო რექორდს“-ზე შეაჩერა თავისი არჩევანი.