ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ოლაჟიდე პარისი "ბრავო რექორდსში" Georgian Brass-თან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს





15 ნოემბერი, 2014

← სხვა სიახლეები

ამერიკელი კომპოზიტორი ოლაჟიდე პარისი "ბრავო რექორდსში" Georgian Brass-თან ერთად ახალი კომპოზიციების ჩაწერაზე მუშაობს

ოლაჟიდე პარისი ამერიკელი კომპოზიტორი და პროდიუსერია. მისი ნამუშევრები გამოყენებული აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Boeing, Sikorksy Helicopter, Intel, Raytheon, General Electric, Schilling Robotics, Carrier, Pratt & Whitney და ა.შ.

საქართველოში ჩამოსვლამდე იგი მუშაობდა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან კრისტინა აგილერა, ჯესიკა სიმფსონი, ჯენეტ ჯექსონი და სხვა. ოლაჟიდეს ეკუთვნის ნანი ბრეგვაძის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის რემიქსიც.

"ჩემთვის მუშაობის დროს ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ყოველთვის ვცდილობ მაღალხარისხიანი პროდუქცია შევთავაზო საზოგადოებას. "ბრავო რექორდსთან" და აღნიშნულ ბენდთან თანამშრომლობით კი ეს ნამდვილად შესაძლებელია" - ამბობს ოლაჟიდე.

სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ნამუშევრების მოსმენა, ექსკლუზიურად, მხოლოდ www.bravissimo.ge-ზე იქნება შესაძლებელი.