ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

მემორანდუმი ”კავკასუს ონლაინსა” და ”ბრავო რექორდს” შორის





21 ივნისი, 2011

← სხვა სიახლეები

21 ივნისს სატელეკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინსა" და ხმის ჩამწერ კომპანია "ბრავო რექორდსს" შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ კეთილ ნებას ერთობლივად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში, ითანამშრომლონ მეკობრეობისა და არალიცენზირებული პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ, ერთობლივად წარმართონ საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები.

ამავე მემორანდუმის ფარგლებში "კავკასუს ონლიანი" და "ბრავო რექორდსი" საქართველოში ლიცენზირებული მედია მონაცემების პირველ ერთობლივ ვებ-პორტალს შექმნიან, რომელიც მუსიკალური სინგლების, ალბომების, კონცერტების, რინგტონების, კარაოკეს და ა.შ. ელექტრონულ გაყიდვას მოიცავს.