ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსი“ ახალგაზრდა , ნიჭიერი მომღერლის, ანანო ღიბრაძის სადებიუტო CD ალბომზე მუშაობას იწყებს





20 ნოემბერი, 2014

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსი“ ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის, ანანო ღიბრაძის სადებიუტო CD ალბომზე იწყებს მუშაობას. ანანო ღიბრაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და გრან პრის მფლობელია, მათ შორის, 2009 წელს მან მოიპოვა „New Wave Junior”-ის (საბავშვო იურმალა) პირველი ადგილი.

ამ ეტაპზე, მომღერალმა „ბრავო რექორდს“-ში სამი სიმღერა ჩაწერა: რუსა მორჩილაძის „Wonderful Life”, რომელიც სპეციალურად ანანოსთვის დაიწერა, მიხეილ ჩირინაშვილის „ყვავილების ქვეყანა“, რომლის არანჟირების ვერსია შექმნა ნიკოლოზ რაჭველმა და მიშელ ლეგრანის „The Windmills of Your Mind“; არანჟირებაზე იმუშავა კომპოზიტორმა და „ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტმა, ბორიკო შხიანმა.