ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსი“ „სუხიშვილების“ პროექტ „რამიშვილების“ CD ალბომს გამოსცემს





4 დეკემბერი, 2014

← სხვა სიახლეები

4 დეკემბერს, “ბრავო რექორდში“ ნინო რამიშვილისადმი მიძღვნილი ინოვაციური პროექტის, „რამიშვილიების“ CD ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა.

პროექტ „რამიშვილების“ ავტორი „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილია. აღნიშნულ CD ალბომში შესული მუსიკა სწორედ მას და „სუხიშვილების“ ბენდის მუსიკოსს, დავით აზირაშვილს ეკუთვნით; არანჟირებაზე კი, ბენდის უკლებლივ ყველა მუსიკოსმა იმუშავა. CD ალბომის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონია გახლავთ. ალბომის ჩაწერაზე, მიქსინგზე და მასტერინგზე გიორგი გვარჯალაძემ იმუშავა.

პრეს-კონფერენციის მსვლელობისას, პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს „სუხიშვილების“ გენერალურმა დირექტორმა - ნინო სუხიშვილმა, პროექტ „რამიშვილების“ ავტორმა - ილიკო სუხიშვილმა, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა - ზაზა შენგელიამ, პროექტის გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა - სოფო ჭაავამ და ილია ენუქაშვილმა და პროექტის მხარდამჭერი კომპანიის, „თელიანი ველის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - ნუცა ავალიშვილმა გააცნეს.

ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.

პროექტი „რამიშვილები“ განხორციელდა კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.