ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსში“ მედიის წარმომადგენლებისთვის CD ალბომ „რამიშვილების“ პრეზენტაცია ჩატარდა





18 დეკემბერი, 2014

← სხვა სიახლეები

18 დეკემბერს, 16:00 საათზე „ბრავო რექორდსში“ მედიის წარმომადგენლებისთვის CD ალბომ „რამიშვილების“ პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა თბილისში და მისი ნახვის საშუალება, პირველებს, მედიის წარმომადგენლებს მიეცათ. სპეციალურად მათთვის „სუხიშვილების“ ბენდის წევრებმა შეასრულეს ალბომში შესული კომპოზიციები, შემდეგ კი დისკებზე ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართა.

მოდერნ ბალეტი „რამიშვილები“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც ეძღვნება ნინო რამიშვილის ხსოვნას. „რამიშვილების“ მუსიკა რეაქციული ინდივიდუალიზმისა და მინიმალიზმის თვალსაჩინო მაგალითია. მუსიკის ავტორები ილიკო სუხიშვილი და დავით აზირაშვილი არიან, არანჟირებაზე კი ბენდის უკლებლივ ყველა წევრმა იმუშავა. CD ალბომის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონია გახლავთ.

CD ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება 19 დეკემბერს, 21:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსში. დისკების შეძენა კი, მაღაზიათა ქსელში 20 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტი „რამიშვილები“ განხორციელდა კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.