ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ნანი ბრეგვაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კონცერტს უძღვნის





25 დეკემბერი, 2014

← სხვა სიახლეები

დღეს, „ბრავო რექორდსში“, 2015 წლის 4 იანვარს ნანი ბრეგვაძის დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრეს კონფერენცია გაიმართა. ლეგენდარული მომღერალი კონცერტს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, 82-ე დაბადების დღეზე მიუძღვნის.

კონცერტის მსვლელობისას, სცენაზე გაცოცხლდება ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები.

კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას გიორგი ცაგარელი (ალტი) და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

იდეის და სიმღერების ორიგინალური ვერსიების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი რეჟისორი - დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდუსერი - მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი - თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია - გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი - ვანო ჭელიძე, გენერალური პროდუსერი - დავით ოქიტაშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა გახლავთ, თანაორგანიზატორები - საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და თბილისის საკრებულო; მხარდამჭერები - კერძო სექტორის წარმომადგენლები. პრეს კონფერენციას ესწრებოდნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი - დავით ოქიტაშვილი, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი - ია მაქაცარია, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი - ზაზა შენგელია და მედიის წარმომადგენლები.

„ბრავო რექორდსი“ ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია. კომპანია უზრუნველყოფს კონცერტის მსვლელობისას ხმის ჩაწერას და კონცერტის DVD დისკების გამოცემას. შეგახსენებთ, რომ ნანი ბრეგვაძემ საქართველოში პირველი CD ალმობი სწორედ „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა.