ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

პირველი მუსიკალური მარათონი ამიერკავკასიაში „ბრავო რექორდსში“ გაიმართება

პირველად ამიერკავკასიაში, 2015 წლის აპრილში, „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში, ამერიკელი კომპოზიტორისა და პროდიუსერის, ოლაჯიდე პარიზის კომპანიის, The Remote Orchestra-ს („დისტანციური ორკესტრი“) მიერ მოეწყობა მუსიკალური მარათონი. მარათონი გულისხმობს ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების მიერ შესრულებული კომპოზიციების ორი დღის განმავლობაში, დღეში 12-საათიანი მოსმენის მოწყობას. მუსიკალური მარათონის ტრანსლაცია, ლაივ სთრიმინგის საშუალებით მოხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვენყნებში. კომპოზიტორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაიცნონ ქართველი შემსრულებლები და მოუსმინონ მათ. მარათონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ კომპანიის ვებ-გვერდზე - www.theremoteorchestra.com.