ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსი“ ნანი ბრეგვაძის კონცერტის DVD დისკს გამოსცემს

„ბრავო რექორდსი“ ნანი ბრეგვაძის მიერ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაბადების დღისადმი, 2015 წლის 4 იანვარს მიძღვნილი კონცერტის DVD დისკს გამოსცემს. მომღერალს აკომპონიმენტს უწევდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტის სატელევიზიო რეჟისორი გახლავთ დავით გერსამია. ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, რომლებიც ასევე იღებდნენ კონცერტში მონაწილეობას, ქალბატონ ნანისთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. ინფორმაციას DVD დისკის გამოცემის შესახებ „ბრავო რექორდსი“ უახლოვეს მომავალში მოგაწვდით.