ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეებმა “ბრავო რექორდსში“ სიმღერა ჩაწერეს

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეებმა “ბრავო რექორდსში“ სიმღერა ჩაწერეს. პარალელურად მიმდინარეობს მუსიკალური კლიპის გადაღება, რომელიც გაიგზავნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიო პროექტ "Voice Is Around The World"-ზე. ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. სიმღერის სახელწოდებაა "Listen To Us" (მოგვისმინეთ ჩვენ), რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია Laurie Lewin-ი. აღნიშნული სიმღერითა და მუსიკალური კლიპით ბავშვები ცდილობენ გამოხატონ თავიანთი აზრი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ და დააფიქსირონ თუ რას შეცვლიდნენ ისინი.