ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტარდება





10 ივლისი, 2011

← სხვა სიახლეები

ვაკის პარკში, 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი DJ@Fest Tbilisi ტარდება. ფესტივალი 30 ივლისს დღის 12 საათზე დაიწყება და ნონ-სტოპ რეჟიმში 1 აგვისტოს დილის 5 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალზე საკუთარ კომპოზიციებს  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ცნობილი DJ-ეები შეასრულებენ, მათ შორის Ozzy Osbourne-ს შვილი Louis Osbourne, The Drill (London), Noir (Aalborg,Denmark), Tony Rohr (New York) და ა.შ.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ელექტრონული მუსიკის მიმართულების განვითარებას და შესაძლებლობა მისცეს ქართველ შემსრულებლებს წარმოაჩინონ თავი უცხოელ შემსრულებლებთან ერთად. 

ხმის ჩამწერი კომპანია "ბრავო რექორდსი” ფესტივალის მხარდამჭერის ფარგლებში განახორციელებს კონცერტების ვიდეოგადაღებას, ცოცხალი შესრულების მრავალარხიან აუდიოჩაწერას და მის მასტერინგს, რაც საშუალებას მისცემს ორგანიზატორებს სურვილის შემთხვევაში გამოსცენ ეს ჩანაწერები აუდიო კომპაქტ დისკებზე.