ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსი“ საქართველოში მსოფლიოში უდიდესი Record Label-ების წარმომადგენელი გახდა

2015 წლის 24 მარტს, „ბრავო რექორდსში“ გაიმართა სინქრონიზაციის უფლების პრეზენტაცია. სინქრონიზაცია საერთაშორისო ტერმინია და ამ უფლებას იცნობს ქართული კანონმდებლობაც, რომელიც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის შესაბამისად დაცულია, როგორც რექპროდუცირების უფლება.

პრეზენტაცია გაიმართა სპეციალურად სარეკლამო კომპანიებისათვის, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია ამ უფლებისა და მათი მფლობელების შესახებ.

2015 წლიდან „ბრავო რექორდსი“ გახდა მუსიკალურ ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი Record Label-ების Sony Music Entertainment-ის, Warner Music-ისა და Universal Music Group-ის, ასევე მსოფლიოში უდიდესი Publisher-ების Warner/Chappell Music-ისა და Universal Music Publishing Group-ის წარმომადგენელი და უფლებადამცველი საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან, „ბრავო რექორდსი“ არის უფლებამოსილი სუბიექტი გასცეს ამ გიგანტი კომპანიების რეპერტუარში შემავალი მუსიკალური ნაწარმოებების რეკლამაში, კინოში, თამაშებსა და სხვა ნებისმიერ აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის (გამოყენების) უფლება. ჩამოთვლილი კომპანიების რეპერტუარი კი, მთელს მსოფლიოში არსებული მუსიკალური რეპერტუარის დაახლოებით 90%-ია.

პრეზენტაციაზე „ბრავო რექორდსა“ და სარეკლამო კომპანიებს შორის მოხდა გარკვეული პირობების განხილვა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაიცვან საავტორო და მომიჯნავე უფლებები. სამუშაო შეხვედრები სარეკლამო კომპანიებთან მომავალშიც გაიმართება.