ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" CD ალბომის პრეზენტაცია და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სადაზღვევო კომპანია "არდსა" და "ბრავო რექორდსს" შორის

„ბრავო რექორდსმა“ მედიის წარმომადგენლებისთვის ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ სადებიუტო CD ალბომის პრეზენტაცია და ტრადიციად დამკვიდრებული დისკებზე ხელის მოწერის ცერემონია (signing party) გამართა. ბენდმა სტუმრებისთვის ალბომში შესული რამდენიმე საპრემიერო სიმღერაც შეასრულა.

“გამოუვალმა მდგომარეობამ”, რომელიც ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს ასრულებს, გამოჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და გამოირჩევა ორიგინალურობით.

ბენდის წევრებისთვის CD ალბომი „გამოსავალი“ პირველია და მისი კონცეფციის შემუშავებისას ინსპირაციად იქცა Coca-Cola-ს გლობალური კამპანია “Kiss Happiness“ – „აკოცე ბედნიერებას“, რომლის მთავარი არსი საფუძვლად დაედო CD ალბომის გამხსნელ სიმღერას „შენს ტუჩებზე“ და მთლიანად ალბომს. ეს არის კამპანია, რომელიც Coca-Cola-ს კონტურული ბოთლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და გამოხატავს Coca-Cola-ს ბოთლიდან დალევისას ბედნიერების შეგრძნებას.

CD ალბომში აღნიშნული სინგლის გარდა 6 ქართული პოპულარული სიმღერის ახალი, საპრემიერო ქავერი და 3 მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ძველი ჰიტი შედის.

ღონისძიების მსვლელობისას, მოხდა „ბრავო რექორდსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. „არდი“ ერთ-ერთი იმ კომპანიებთაგანია, რომლებიც მხარში უდგანან ქართულ შოუ ბიზნესს და ის არაერთხელ ყოფილა „ბრავო რექორდსის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების პარტნიორი. კერძოდ, კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო, ჯგუფი ,,შინის“ კონცერტი ფილარმონიაში, ჯგუფი ,,ელ დრაინის“, ანსამბლ ,,გორდელას“, ოთო ნემსაძის, ირაკლი ჩარკვიანის ალბომების პრეზენტაციები და სხვა.

„გამოუვალი მდგომარეობის“ CD ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ბენდის ერთგული მსმენელებისთვის 7 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზსში შედგება. ბენდის გარდა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მათი მეგობრები: დათო ფორჩხიძე, რობი კუხიანიძე და ქეთა ორბელაძე.