ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯაზისა და ღვინის საღამო სასტუმრო „ყვარლის ედემში“ ფრენკ მაკკომბის ტრიოსთან ერთად





21 სექტემბერი, 2015

← სხვა სიახლეები

19 სექტემბერს სასტუმრო „ყვარლის ედემისა“ და „ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით სასტუმრო „ყვარლის ედემში“ გაიმართა ჯაზისა და ღვინის საღამო ამერიკელი პიანისტისა და მომღერლის, ფრენკ მაკკომბის ტრიოსთან ერთად.

მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნებში ხშირად ტარდება ჯაზისა და ღვინის ფესტივალები და მსგავსი ტიპის ივენთები, თუმცა, საქართველოში აღნიშნული ღონისძიება პირველი იყო. დღის განმავლობაში „ყვარლის ედემმა“ სასტუმროს მყუდრო და ულამაზეს ეზოში სტუმრებს სხვადასხვა ტრადიციული აქტივობა შესთავაზა: ყურძნის დაკრეფა, საწნახელში ღვინის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა, კახური შოთის გამოცხობა, მწვადის შეწვა შამფურზე, ჩურჩხელების ამოვლება და ტრადიციული კახური კერძების დაგემოვნება. საღამო კი, ფრენკ მაკკომბის ტრიოს არაჩვეულებრივი ჯაზის შესრულებით დაგვირგვინდა. ერთ-ერთი სიმღერა, სახელწოდებით “You’ve Got a Friend” ჯაზმენმა მომღერალ მარიკო ლეჟავასთან დუეტში შეასრულა.

ფრენკ მაკკომბი გახლავთ ამერიკელი პიანისტი და მომღერალი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: სტივი უანდერი, ბრენფორდ მარსალისი, პრინცი, ჩაკა ჰანი, მარკუს მილერი, ფილიპ ბეილი და სხვები. თავად ფრენკს კი, ხმის ტემბრითა და შესრულებით, ხშირად, დონი ჰეთევეის ამსგავსებენ.

აღნიშნული პროექტი გახლავთ ყვარელში და ზოგადად კახეთში, ჯაზისა და ღვინის კულტურის დანერგვის საწყისი. „ბრავო რექორდსი“ და სასტუმრო „ყვარლის ედემი“ მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს ჯაზისა და ღვინის მოყვარულებს.