ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

"ბრავო რექორდსში" ანსამბლ "უნივერსიტეტის" CD ალბომი ჩაიწერა





20 ოტომბერი, 2015

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსში“ დასრულდა მუშაობა ანსამბლ „უნივერსიტეტის“ CD ალბომის ჩაწერაზე. ანსამბლის წევრები არიან: ნიკა ყიფშიძე, გიორგი გოგსაძე, ალექსანდრე ზაგაშვილი, ლევან ფანგანი, გიორგი ჯიმშიტაშვილი, ედიშერ ბენდიანიშვილი, შაკო მელაშვილი, გიორგი ქათამაძე და ლაშა სოსელია. ანსამბლის ხელმძღვანელი ვასილ დოლიძე გახლავთ. არსებული შემადგენლობით „უნივერსიტეტი“ უკვე ორ წელიწადზე მეტია რაც მოღვაწეობს. აღნიშნული CD ალბომი ანსამბლისთვის პირველია. ალბომში გარდა ფოლკლორული ნაწარმოებებისა, შევა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ქორალი სახელწოდებით “ღმერთო, ღმერთო“, რომლის ტექსტიც შოთა რუსთაველს ეკუთვნის.