ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ახალი მხ/ფ „რობინზონი და ცხრა პარასკევა“ „ბრავო რექორდსში“ გახმოვანდა





19 ნოემბერი, 2015

← სხვა სიახლეები

ძალიან მალე ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება კინოთეატრებში იხილოს მხატვრული სათავგადასავლო ჟანრის სრულმეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „რობინზონი და ცხრა პარასკევა“, რომელშიც არაერთი ცნობადი სახე იღებს მონაწილეობას: პაატა გულიაშვილი, ნათია წიწილაშვილი, სალომე კოკუაშვილი, მანიკა ასათიანი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, მარიამ სანოგო, ასევე სპეციალური მოწვევით, კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, რუსუდან ბოლქვაძე, თამარა მაყაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ლუცია ლიშუკ, აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ბატონი ფოლად ბულბულოღლი, მანანა ჯაფარიძე, ქეთა თოფურია, ირაკლი ფირცხალავა, ლიკა ქორქია და სხვები... ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, ხოლო სცენარის ავტორი ნიკა რამიშვილი გახლავთ.

პროექტი ხორციელდება ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის BGSS- ის მხარდაჭერით. ეს გახლავთ კომპანიის მესამე მხატვრული ფილმი. პირველი ორი ფილმი საქართველოს მასშტაბით წარმატებული იყო, ამიტომაც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მესამე პროექტი გასცდენოდა საქართველოს ფარგლებს. რუსულ ენაზე ფილმი „ბრავო რექორდსში“ გახმოვანდა. უახლოეს მომავალში ფილმის პრემიერა აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში შედგება.