ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

DJ Voicedrone „ბრავო რექორდსში“ ახალ ტრეკზე მუშაობს





20 ნოემბერი, 2015

← სხვა სიახლეები

“ბრავო რექორდსში” ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ქართველი DJ Voicedrone ახალ ტრეკზე მუშაობს, მისი ნამდვილი სახელი და გვარი ლაშა ჟორჟოლიანია. ლაშა რამოდენიმე წელია, ინგლისში კერძოდ კი ლონდონში მოღვაწეობს, სადაც აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია. ის ძალიან მალე EP ალბომის გამოშვებას გეგმავს, სახელწოდებით „Emotional Disorder”. ალბომში შევა მისი ახალი ტრეკი - „Why“, რომელშიც გამოყენებულია ცოცხალი ინსტრუმენტები, მათ შორის როიალი, რომელიც „ბრავო რექორდსში“ პიანისტმა გიორგი ყაჭაშვილმა ჩაწერა, ამავე ტრეკზე გადაღებულია ვიდეო კლიპიც, პრეზენტაცია კი, იანვრის ბოლოს ლონდონში იგეგმება.