ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით თბილისში “ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრების“ საკონცერტო საღამო ჩატარდა





8 დეკემბერი, 2015

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსმა“ კიდევ ერთი ძალიან რთული და წარმატებული პროექტი განახორციელა. კომპანიამ პირველად საქართველოს ისტორიაში ხელშეკრულება გააფორმა კომპანია LARGHETTO MUSIC-თან, რომელიც ოფიციალურად ფლობს ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორის, ვლადიმირ კოსმას მიერ კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკის საჯარო შესრულების უფლებას და საკონცერტო შესრულებისთვის მოიპოვა სიმფონიური ორკესტრისთვის განკუთვნილი ნოტები და პარტიტურები.

5 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ჯგუფ „ნიუტონისა“ და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების მიერ ვლადიმის კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები გაჟღერდა. კონცერტის დირიჟორი მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო გახლდათ. საღამოში მონაწილეობდნენ: ქეთი ორჯონიკიძე, ნინა სუბლატი, ალეკო ბერძენიშვილი, თამთა ცხვიტავა, ანა დოიაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ლევან მასპინძელაშვილი, ანანო ღიბრაძე, სოფი სომხიშვილი, მარიამ როინიშვილი, ლუკა ზაქარიაძე, ნელიკო აგირბა, ფლეიტისტი ზურაბ მოსიავა, ვიოლონჩელისტი ლიზა რამიშვილი და პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი.

პროექტის იდეის ავტორი - ზაზა შენგელია, მუსიკალური პროდიუსერი - მარინა ბერიძე, პროექტის მენეჯერი - ნინო ნახუცრიშვილი, კონცერტმეისტერი კი, თამუნა არჩვაძე გახლდათ. საკონცერტო შესრულებისთვის პარტიტურების ადაპტაცია გივი გაჩეჩილაძემ გააკეთა. საღამოს კოსტიუმების დიზაინზე იკა ბობოხიძემ იმუშავა, სცენის დეკრაცია კი, ვანო ჭელიძემ შექმნა.

საკონცერტო საღამო წარმოადგინა ბანკმა „რესპუბლიკამ“. პროექტი განხორცილებდა „თს ფონდის“, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით. მონაწილეთა ჩაცმულობაზე იზრუნა მაღაზიათა ქსელმა KOTON.