ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერა „ბრავო რექორდსში” ჩაიწერა





22 დეკემბერი, 2015

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსში“ დასრულდა მუშაობა ჯემალ სეფიაშვილის ახალ სიმღერაზე „სიყვარული გზად და ხიდად“, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის მიხედვით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ამ ნაწარმოებების მიხედვით დაწერილი პირველი სიმღერა და მასზე პაატა ნაცვლიშვილმა იმუშავა. სიმღერის პრემიერა შედგება ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებით საღამოზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 4 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და მიეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 83-ე დაბადების დღეს. სიმღერას ასრულებენ: ჯემალ სეფიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კაპელა და „მეკო სტუდიის“ ბავშვთა გუნდი. არანჟირების ავტორია ბორიკო შხიანი, ხმის ინჟინერი კი, ალეკო ბერძენიშვილი გახლავთ.