ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

"ბრავო რექორდსში" დასრულდა TSU Art-ის სადებიუტო CD ალბომის ჩაწერები





23 დეკემბერი, 2015

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსში“ დასრულდა მუშაობა TSU Art-ის სადებიუტო CD ალბომის ჩაწერებზე. TSU Art 2011 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ბენდი საკუთარ შემოქმედებაში სრულიად განსხვავებულ, ხელნაკეთ ინსტრუმენტებს იყენებს და ექსპერიმენტალურ-ელექტრონულ მუსიკას ქმნის. ეს გახლავთ ინოვაციური, ორიგინალური და უნიკალური ჟღერადობისა და არანჟირების მქონე მუსიკა, რომელიც შეიძლება ითქვას, ახალი სიტყვაა ჩვენს მუსიკალურ სამყაროში. ბენდის წევრები არიან: ლაშა ლორთქიფანიძე - პერკუსია, ილია ჭუმბურიძე - პერკუსია, ირაკლი გოდერძიშვილი - პერკუსია, დათუნა დგებუაძე - გიტარა და ათუკა ედიშერაშვილი - Dj/Producer – A2K. სადებიუტო СD ალბომში, შევა 11 კომპოზიცია, მათ შორის ორი ცნობილი ჰიტის ქავერ ვერსია. ალბომზე ბენდთან ერთად სოლისტები მარიკო ებრალიძე და მეგი მუქერია მუშაობდნენ. ალბომის ჩაწერაზე, მიქსინგზე და მასტერინგზე გიორგი გვარჯალაძემ იმუშავა. უახლოვეს მომავალში CD ალბომის პრეზენტაციაც იგეგმება.