ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსსა” და საქართველოს კინოთეატრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა





18 ივლისი, 2011

← სხვა სიახლეები

 

2011 წლის გაზაფხულიდან ”ბრავო რექორდსის” სტუდიასა და საქართველოს კინოთეატრებს (შპს ”ფილმის დისტრიბუციის კომპანიაში” შემავალი კინოთეატრები ”რუსთაველი”, ”ამირანი” და ქ. რუსთავის ”რუსთაველი” და ასევე კინოთეატრი ”საქართველო”, ) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ ”ბრავო რექორდსი” კინოთეატრებში გასული ფილმების ქართულ ენაზე დუბლირებას მოახდენს.

რამდენიმე ფილმი უკვე დუბლირებულია, მათ შორის აღსანიშნავია ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერის ”ტრანსფორმერების” მესამე სერია. ამ მაღალტექნოლოგიური და გასახმოვანებლად საკმაოდ რთულ ფილმზე მუშაობისას სტუდიამ თავისი შესაძლებლობები სრულიად გამოავლინა.

შეგიძლიათ იხილოთ ტრანსფორმერების დუბლირებული ვარიანტის მცირე მონაკვეთი.