ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსში“ ირანული BBC-ის (BBC Persian) გადამღები ჯგუფი მუშაობს

„ბრავო რექორდსში“ ირანული BBC-ის (BBC Persian) გადამღები ჯგუფი მუშაობს. ამჯერად სტუდიაში BBC Persian Music პროექტისთვის გადაცემის ჩაწერა და გადაღება ხორციელდება. პროექტის ავტორი ცნობილი ირანელი პროდიუსერი Behzad Bolour გახლავთ. პროექტის მიზანია სპარსული მუსიკისა და ირანში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები სპარსულენოვანი მუსიკოსების პოპულარიზაცია. Behzad Bolour-ი 1990 წლიდან BBC Persian-ზე ახალგაზრდული და მუსიკალური გადაცემების პროდიუსერი და წამყვანია. მას BBC World Service-ის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. Behzad-ის ინიციატივით BBC Persian-ის ვებ გვერდზე გაკეთდა არხი, რომელზეც ხდება მსოფიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული ირანული კონცერტების ტრანსლაცია. ამჯერად მისი გადაცემა ახალგაზრდა ცნობილ ირანულ ბენდს - “Déjà vu”-ს ეძღვნება, რომელიც ოთხი წევრისგან შედგება (ვოკალი, დასარტყამი ინსტრუმენტები, კლავიში, ვიოლინო) და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ირანში. Behzad-ი საქართველოს ხშირი სტუმარია და სამომავლოდ არაერთი მუსიკალური პროექტის განხორციელებას გეგმავს „ბრავო რექორდსში“.