ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

Tbilisi Open Air 2011 ”ბრავო რექროდსის” მხარდაჭერით ტარდება





13 ივნისი, 2011

← სხვა სიახლეები

11-12 ივნისს Altervision Group-ის ორგანიზებით Tbilisi Open Air 2011 ჩატარდა. მუსიკალური ფესტივალი წელს მეორედ გაიმართა და ქართველებთან ერთად მასში მონაწილეობდა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან ჩამოსული 20 მუსიკალური ჯგუფი. მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება: The Benedicts, Mutual Friends, The Smile, Ketrine & Me, Tako & Green Mama, Me and My Monkey, Z for Zulu, Herr Styler, Wallace Vanborn, The Forest, Exit, PornoPoezia, Salio, Space Jam, UR, Str!ng, The Fades, Moodorama, Greenbeam and Leon

Tbilisi Open Air პირველად 2009 წელს ჩატარდა, ფესტივალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში.
ფესტივალი 2011 წლიდან გაწევრიანებულია საერთაშორისო მუსიკალურ ორგანიზაციაში - Sonicbids, რომლის მიზანია დამწყები და არამხოლოდ დამწყები, ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. "ბრავო რექორდსი” მხარდაჭერის ფარგლებში ახორციელებს გადაღებასა და ფესტივალის ჩაწერას.