ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ვიდეო კლიპის პრემიერა





20 ნოემბერი, 2017

← სხვა სიახლეები

იხილეთ ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალი ვიდეო კლიპი. სიმღერა სახელწოდებით „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ „ბრავო რექორდს“-ში ჩაიწერა, მუსიკა ლილიკო ნემსაძეს, ტექსტი ირინა სანიკიძეს, მუსიკალური პროდუსინგი, კი „ბრავო რექორდსი“-ს არანჟირების სპეციალისტსა და მუსიკალურ პროდიუსერს ბორიკო შხიანს ეკუთვნით. ვიდეო რგოლის გადაღება რამოდენიმე დღის განმავლობაში კახეთში კერძოდ, კი სასტუმრო „როიალ ბატონში“ მიმდინარეობდა. გადაღებაზე მუშაობდნენ - რეჟისორი/მონტაჟი: ნესტან სინჯიკაშვილი, დამდგმელი ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი, პროდიუსერი: თაკო დოლაბერიძე.
ვიდეო რგოლის დახურული ჩვენება რამოდენიმე დღის წინ კინოთეატრ „ამირანის“ერთ-ერთ დარბაზში, ხოლო სატელევიზიო პრემიერა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „პროფილში“ შედგა.
სიმღერამ და ვიდეო კლიპმა მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მეორე დღეა “Youtube”-ზე საქართველოს მასშტაბით პირველ პიზიციაზეა - www.youtube.com/watch