ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ბოლივუდელი პროდიუსერების ვიზიტი ”ბრავო რექორდსში”





22 ივლისი, 2011

← სხვა სიახლეები

21-27 ივლისს საქართველოს მეორედ ეწვია ბოლივუდის პროდუსერთა დელეგაცია. მათი მთავარი მიზანია ურთიერთობა დაამყარონ კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან, ჩაატარონ კასტინგი, დაათვალიერონ კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილები, მოემზადონ ცნობილი ინდური ბლოკბასტერის, განგსტერული ტრილერის - “BILLA 2” გადასაღებად 2011 წლის შემოდგომაზე.

დელეგაცის წევრები ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდუსერები არიან, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი. ვიზიტის დროს იგეგმება შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და კინოცენტრთან.

ვიზიტის ფარგლებში პროდიუსერთა ჯგუფი “ბრავო რექორდსაც” ეწვია. განხილული იყო ფილმისთვის მუსიკის დაწერის და თავად ფილმის ხმაზე მუშაობის პერსპექტივები.