ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

გიგი ვანდერის სადებიუტო ალბომი ”ბრავო რექორდსში” ჩაიწერა





23 ივნისი, 2011

← სხვა სიახლეები

24 წლის მუსიკოსი გიგი ჭიპაშვილი, იგივე ”გიგი ვანდერი”, ორი წელია რაც ამერიკიდან დაბრუნდა. აქტიურად წერს სიმღერებს და საზოგადოებაც უკვე საკმაოდ კარგად იცნობს, თუმცა საქართველოში თავისი გვარით არავინ მიმართავს - „გიგი ვანდერი“ მისი მუსიკალური ფსევდონიმია, რომელიც ლეგენდარულ მომღერალს - სტივი ვანდერს უკავშირდება.

გიგი ექვსი წლიდან უკრავს. 18 წლის ასაკში New England Conservatory-ის სტიპენდია მოიგო, სადაც 2 წლის განმავლობაში სწავლობდა და უნიკალური გამოცდილების მიღების გარდა ბევრი ცნობილი მუსიკოსის ლექციაც მოისმინა - ჯონ მეიერის, ბილი ჯოელის, ბარბარა სტრეისანდის, თუმცა მისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო სტივი ვანდერის პირადად გაცნობა და ამ ფაქტს ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარ მოგონებად მიიჩნევს.

მასტერკლასის დროს სტივ ვანდერმა ექვსი სტუდენტი, მათ შორის გიგი, თავის კონცერტზე და მიღებაზე დაპატიჟა. კონცერტისას ექვსივე სცენაზე მიიწვია და ექვსი სიმღერა მათთან ერთად შეასრულა. ერთ-ერთი უცხოური გაზეთის სტატიაში გიგის „ქართველი თეთრკანიანი სტივი ვანდერი“ უწოდეს. სწორედ ამის შემდეგ ყველგან, თუ რაიმე კონცერტი იყო, აცხადებდნენ - „გიგი ვანდერი“ და ეს სახელი მას დღემდე შემორჩა.

ხმის ჩამწერი სტუდიის ,,ბრავო რექორდსის” პირველი მუსიკალური ალბომის გამოშვება სწორედ გიგი ვანდერს უკავშირდება. ალბომის სახელწოდება ,,Late Night Piano Conversation” ზუსტად ასახავს კომპოზიციებს რომანტიულ და გულწრფელ განწყობას. ალბომში შესული ყველა კომპოზიცია მხოლოდ ფორტეპიანოზეა შესრულებული და იამაჰას ექსკლუზიური როიალზე ჩაწერილი, რომლის მსგავსი საქართველოში მხოლოდ ბრავო რექორდსში არსებობს. ჩანაწერი ახალი მეთოდით, რამოდენიმე მიკროფონის გამოყენებით გაკეთდა და მისი ჟღერადობა აღფრთოვანებას იწვევს მსმენელში.

ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ ალბომიდან ერთ-ერთი ტრეკის A Child is Born-ის მოსმენა.