ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

19 მარტს კინოთეატრ „ამირან“-ში მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

19 მარტს, კინოთეატრ "ამირანი"-ს დიდ დარბაზში მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ახალი, რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ახალ ალბომში სახელწოდებით "ნოდიკო ტატიშვილი" 16 სიმღერაა შესული, აქედან 8, სტუდია "ბრავო რექორდს"-ში ჩაიწერა. CD ალბომში ყველასათვის საყვარელ ჰიტებთან ერთად, სრულიად ახალი სიმღერებიც შევიდა
საღამოზე ასევე ნოდიკოს ახალი ვიდეო კლიპის პრემიერა შედგა, რომელიც მის ახალ სიმღერაზე სახელწოდებით "ნუ განიკითხავ" ნესტან სინჯიკაშვილმა, პარიზში გადაიღო. სიმღერის ავტორი გახლავთ რუსა მორჩილაძე, ტექსტის ავტორი: ირინა სანიკიძე, პროდიუსერი: ბორიკო შხიანი, მიქსინგი და მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილი / ბორიკო შხიანი, ჩაიწერა "ბრავო რექორდს"-ში
პრეზენტაციის ბოლოს, კი Signing party (დისკებზე ხელის მოწერის ცერემონიალი) გაიმართა
საღამოზე მოსულ სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი ცნობილი სახეები: მომღერლები, კომპოზიტორები, მსახიობები, ჟურნალისტები და სხვა.