ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

რეჟისორმა და მუსიკოსმა გიგა აგლაძემ, ჯგუფ “Killer Band”-თან ერთად „ბრავო რექორდს“-ში ახალი სიმღერა ჩაწერა

ქართველმა ცნობილმა რეჟისორმა, მუსიკოსმა და მომღერალმა გიგა აგლაძემ ჯგუფ “Killer Band”-თან ერთად „ბრავო რექორდს“-ში ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელზეც ამჟამად ვიდეო კლიპის გადაღება მიმდინარეობს. „Killer Band“-ის წევრები არიან - ლევან ჯაფარიძე, გია სურგულაძე, მინდია გაბაშვილი, დავით ქარჩავა, ალეკო ბერძენიშვილი და გიგა აგლაძე.
სიმღერის სახელწოდებაა „Change Begins Within”, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად გიგა აგლაძეა. შეგახსენებთ, რომ გიგა „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასია“-ს პრეზიდენტი გახლავთ, რომლის ბაზაზე უახლოეს პერიოდში თბილისში კინემატოგრაფისტების საერთაშორისო დონის სასწავლებელი გაიხსნება. სიმღერის დასახელება, სწორედ ამ ფონდის სლოგანს უკავშირდება.
სიმღერა ჩაწერილია - „ბრავო რექორდს“-ში
მიქსინგი - “Esplanade Studio” (New Orleans)
ვიდეო კლიპის რეჟისორი - გიგა აგლაძე

www.youtube.com/watch