ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“ბრავო რექორდსის'' კიდევ ერთი წარმატება !





19 დეკემბერი, 2018

← სხვა სიახლეები

14 დეკემბერს თბილისის ''გარდენ ჰოლში'', მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამო და დაჯილოდების ცერემონიალი გაიმართა. უკვე ტრადიციულად, 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდა.
დაჯილდოებაზე 27 საუკეთესო ბიზნეს კომპანიას შორის „ბრავო რექორდსმაც'' გაიმარჯვა ნომინაციაში: „საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკალური რექორდ ლეიბლის შექმნისა და საქართველოში მუსიკალური სფეროს განვითარებისათვის“. გარდა ამისა, საქართველოს ისტორიაში პირველად, 2018 წლის “Grammy”-ს მე-60 დაჯილდოების ცერემონიალზე, ცნობილი პუერტო-რიკოელი რეპერის - რეზედენტეს ალბომმა, სადაც “ბრავო რექორდსში'' ჩაწერილი ქისტურ-ლათინური სინგლი შევიდა, „Grammy“-ს ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში ''საუკეთესო ლათინური როკ და ალტერნატიული ალბომი''.
მუსიკალური ბიზნეს კომპანია „ბრავო რექორდსი“ არის პირველი დასავლური სტანდარტებით მომუშავე რექორდ ლეიბლი საქართველოში და მთელს კავკასიის რეგიონში, რომელიც ახორციელებს მსხვილ მუსიკალურ პროექტებს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. სტუდია აღჭურვილია უმაღლესი დონის ხმის ჩამწერი აპარატურით.
„ბრავო რექორდსი“ მსოფლიოს წამყვანი რექორდ ლეიბლების Sony Music Entertainment, Warner Music Group და Universal Music Group პარტნიორია.
''ბრავო რექორდსის'' გუნდი პატივისცემას გამოხატავს და უღრმეს მადლობას მოახსენებს დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ჯილდო მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას და მის სრულფასოვან ბიზნესად ჩამოყალიბებას საქართველოში.