ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ნუცა ბუზალაძის სადებიუტო ალბომისა და ახალი ვიდეო კლიპის პრეზენტაცია

22 მარტს „რესპუბლიკაში“ ნუცა ბუზალაძის ახალი, სადებიუტო ალბომისა და ალბომში შესულ ერთ-ერთ სიმღერაზე გადაღებული ვიდეო-კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი რომელის სახელწოდებაა „NUTSA 22”, „ბრავო რექორდს“-ში ჩაიწერა.
ალბომი სამენოვანია, მასში შესულია თერთმეტი ახალი სიმღერა - „გელოდები“; „ჩვენია დედამიწა“; „ერთად გვინდა“; „ნუ მოუსმენ“; „გულს რომ უყვარდე“; „In My Dreams”; “Forever Mine”; “Beautiful Lies”; “White Horses Run”; “Like An Ocean”; “Erev Kahol Amok”. ჩამოთვლილი სიმღერებიდან ოთხი, თავად ნუცას ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი შვიდი ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს.
ვიდეო-კლიპი, რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზეა გადაღებული, სახელწოდებით „გელოდები“.
ვიდეო-კლიპის რეჟისორი - ზაზა ორაშვილი
ვიდეო-კლიპის პროდიუსერი - შაკო პოპიაშვილი
Make Up - ეკატერინე ჩანჩიბაძე (ჩანჩიკა)
კოსტიუმები - ლაშა ჯოხაძე
მუსიკალური პროდიუსერი - ალეკო ბერძენიშვილი
არანჟირების ავტორი - ბორიკო შხიანი