ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“Georgian Times” „ბრავო რექორდს“-ის წარმატების შესახებ

სტატია გაზეთ "The Georgian Times"-ში "ბრავო რექორდს"-ის წარმატების შესახებ ! შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს თბილისის ''გარდენ ჰოლში'', მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამო და დაჯილოდების ცერემონიალი გაიმართა. უკვე ტრადიციულად, 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდა.
დაჯილდოებაზე 27 საუკეთესო ბიზნეს კომპანიას შორის „ბრავო რექორდსმაც'' გაიმარჯვა ნომინაციაში: „საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკალური რექორდ ლეიბლის შექმნისა და საქართველოში მუსიკალური სფეროს განვითარებისათვის“.