ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

„ბრავო რექორდსი“ „ჯაზისა და ღვინის“ საღამოების ორგანიზებას აგრძელებს





15 სექტემბერი, 2019

← სხვა სიახლეები

"ბრავო რექორდსმა" და სასტუმრო "ყვარლის ედემმა", საქართველოს ისტორიაში პირველად, 2015 წლიდან კახეთში რეგულარულად დაიწყო “Wine & Jazz” სერიის ივენთების მოწყობა. დღეს რიგით მეხუთე ივენთზე ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე წარდგება ლეგენდარული დევიდ ფოსტერის ახალი აღმოჩენა, ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი, არაჩვეულებრივი ვოკალის მქონე მომღერალი - Brenna Whitaker. მომღერლის სადებიუტო ალბომის პროდიუსერი სწორედ დევიდ ფოსტერი იყო. Brenna არის სტივი უანდერის, ქუინსი ჯონსის, მაიკლ ბუბლეის, ჯონ მეიერის საყვარელი ჯაზ-მომღერალი და დუეტები აქვთ შესრულებული მასთან ერთად. Brenna Whitaker-ის სტილი არის ვინტაჟური, ელეგანტური ჯაზი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის წინა საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების გლამურული ჰოლივუდის სულს.