ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ელისო ბოლქვაძის და ”ბრავო რექორდსის” ერთობლივი პროექტი





6 აგვისტო, 2011

← სხვა სიახლეები

 

3 აგვისტოს “ბრავო რექორდსმა” მსოფლიოში ცნობილ ქართველ პიანისტ ქალს – ელისო ბოლქვაძეს უმასპინძლა. გამოჩენილი მუსიკოსი ნოემბერში საკუთარი ახალი ალბომის ჩაწერას გეგმავს, რისთვისაც მან “ბრავო რექორდსის” სტუდია შეარჩია.

 

პიანისტი ალბომს, რომელშიც მხოლოდ შუბერტის ნაწარმოებები იქნება შესული, ნოემბერში ჩაწერს. აღსანიშნავია, რომ როიალზე შუბერტისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის მიღება ძალიან რთულია, თუმცა “ბრავო რექორდსის” სტუდიაში არსებულმა “იამაჰას” როიალმა პიანისტი სრულიად დააკმაყოფილა.

მნიშვნელოვანია, რომ ელისო ბოლქვაძის კარიერაში ეს იქნება საქართველოში ჩაწერილი პირველი ალბომი. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის გამოცემასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებით.