ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“ბრავო რექორდსის” და ჰოლივუდური სტუდიის თანამშრომლობა





30 სექტემბერი, 2011

← სხვა სიახლეები

ფილმი 247°F (247 გრადუსი ფარენჰეიტით) ჰულივუდური სტუდიის (Mane Entertainment) და ქართული პროდაქშენ კომპანიის (Sarke Productions) უპრეცედენტო ერთობლივი პროექტია. ეს ფილმი ჰოლივუდის ბაზრისთვის შეიქმნა. რეჟისორი ქართველი ლევან ბახიაა. ფილმში დაკავებული არიან ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც მონაწილეობდნენ ისეთ ბლოკბასტერებში, როგორებიც არის – “ტრანსფორმერები”, “ტროა”, “X MAN”.

პრიდიუსერების გადაწყვეტილებით, ფილმის ხმის მასტერინგი და ბალანსი “ბრავო რექორდში” გაკეთდა. პროექტზე მუშაობა დასრულებულია. პრემიერა ლოს ანჯელესში 2011 წლის ნოემბერში იგეგმება.