ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“თბილისობა 2011” – გალა კონცერტი “ბრავო რექორდსმა” ჩაიწერა და ალბომად გამოსცემს.





20 ოტომბერი, 2011

← სხვა სიახლეები

“თბილისობა 2011 – გალა კონცერტი” რომელიც 9 ოქტომბერს რიყეზე გაიმართა, “ბრავო რექორდსმა” ჩაიწერა და ალბომად გამოსცემს. ალბომში ორი დისკი შევა, კონცერტის აუდიო და ვიდეო ვერსია. კონცერტზე აჟღერდა ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიწერა პოეტისა და დრამატურგის, ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავლის, პეტრე გრუზინსკის ლექსებზე.

ალბომში შევა სულხან ცინცაძის, რევაზ ლაღიძის, ვაჟა აზარაშვილის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გოგი ცაბაძის, ნუნუ დუღაშვილის და დავით თორაძის სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ცნობილი თანამედროვე ქართველი მუსიკოსები. სიმღერების გაორკესტრების ავტორი და დირიჟორია ნიკა მემანიშვილი.