ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

ლიზა ბათიაშვილი, კეროლაინ კემპბელი და ნიკა მემანიშვილი ”ბრავო რექორდსში”





28 ოტომბერი, 2011

← სხვა სიახლეები

მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებაში აღიარებული ახალგაზრდა მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კეროლაინ კემპბელი ”ბრავო რექორდსს” ესტუმრენ. მათ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკა მემანიშვილი ხელმძღვანელობს, კარლოს გარდელის ტანგო "Por Una Cabeza" ჩაწერეს.

ლიზა ბათიაშვილი უნიჭიერესი ახალგაზრდა მევიოლინე და ბწყინვალე მუსიკოსია. ლიზა ბავშვობიდან უკრავს და დღეს, მსოფლიოს მუსიკალურ წრეებში, აღიარებულია როგორც ვირტუოზი მევიოლინე. 2004 წლიდან ლიზა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის სოლისტად არის მიწვეული, პარალელურად ის მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან თანამშრომლობს. მისი გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ლიზამ საქართველოში ყოფნის პერიოდში გამონახა დრო ”ბრავო რექორდსში” კარლოს გარდელის ტანგოს ჩასაწერად.

კეროლაინ კემპბელს ქართველი მსმენელი წელს ზაფხულს ბათუმში ჩატარებული სტინგის კონცერტიდან იცნობს. შეერთებულ შტატებში მას მეტსახელად ვარსკვლლავების მევიოლინეს უწოდებენ. კეროლაინი ხშირად მართავს კონცერტებს ბარბრა სთრეიზანდთან, ანდრეა ბოჩელისთან, ალიშია ქისთან, სტინგთან, კრის ბოტთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად.

”ბრავო რექორდსის” სტუდიაში მართლაც ვირტუოზები უკრავდნენ, სანამ ჩანაწერს მასტერინგი გაუკეთდება და გადაღებული მასალა დამონტაჟდება, გთავაზობთ ჩვენი მუსიკალური პროდიუსერის ბიბი კვაჭაძის გადაღებულ სამოყვარულო ვიდეოს.