30 მაისს, “სითი ქლაბში” გაიმართა “ხარისხის ნიშნით” დაჯილდოების ცერემონია. “ხარისხის ნიშანი” მიენიჭა კომპანია “ბრავო რეკორდსს”.
ხარისხის ნიშნის შეფასების პროგრამის გათვალისწინებით, შეისწავლეს ორგანიზაციის ისტორია, სტრატეგია, მიზნები და ვალდებულებები ხარისხის სფეროში, ასევე, ლიდერთა და პერსონალის მუშაობის შედეგები. კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხარისხის ნიშნის ექსპერტებმა შეისწავლეს და შეაფასეს ხარისხის მენეჯმენტი, ტექნიკური უზრუნველყოფა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ჰიგიენური და სანიტარული ნორმები. ამასთან, პროგრამით დადგენილი წესებითა და მისტიური კლიენტის მეთოდის გამოყენებით, შეფასდა მომსახურების ხარისხი. “ბრავო რექორდსთან” ერთად, 30 მაისს, ხარისხის ნიშანი მიენიჭათ კომპანიებს: “სუფთა სამყარო”, “სითი ქლაბი”, “ევრო ეზო”, “ნატალი”, “ნევერლენდი” და “კაპიტან +”.
დაჯილდოვების ცერემონიალზე თამთა ცხვიტავამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ჩატარადა წამახალისებელი გათამაშება, სადაც კომპანიებმა გაათამაშეს თავიანთი პროდუქცია თუ მომსახურება. “ბრავო რექორდსმა” თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომი “დასაწყისი” გაათამაშა მომღერლის ხელმოწერით.