“ბრავო რექორდსი” მუშაობას არ წყვეტს. ამჯერად, ქართველმა პოპ-დივამ, ლელა წურწუმიამ და ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა, მერაბ სეფაშვილმა, გია მაჭარაშვილის ცნობილი სიმღერის განახლებული ვერსია ჩაწერეს, რომლის სახელწოდებაა “ნისლის ფერი”. სიმღერაზე მუშაობის პარალელურად, მიმდინარეობდა ჩაწერის პროცესის (Making-Off) გადაღება. სიმღერისა და ვიდეოს პრემიერა ძალიან მალე, ლელას Youtube არხზე შედგება.
იდეის ავტორი: კახი მამულაშვილი (მამულიჩა)
არანჟირების ავტორი: ბენდი “ნონ-სტოპი”
ჩაწერა/მიქსინგი/მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილი
ვიდეოს რეჟისორი: ბესო ლიფონავა
მოისმინეთ სიმღერა