სულ ცოტა ხნის წინ, გამოვიდა ძალიან ცნობილი და აღიარებული აზერბაიჯანელი პოპ-დივას, აიგუნ კაზიმოვას, ახალი ალბომი, სახელწოდებით – DUY, რომელშიც შესულია, შვიდი ახალი სიმღერა.
პროექტის პროდიუსერი, ასევე ოთხი სიმღერისა და არანჟირების ავტორი გახლავთ, ქართველი პროდიუსერი და მუსიკოსი, კახაბერი (კახაბერ ცისკარიძე) / KAHABERI (KAKHABER TSISKARIDZE)
Intro
Ona Söylə
Toy Boy
Əlbətdə
Cücələrim
ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერა სახელწოდებით – SUS (remake), ეკუთვნის მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს.
აიგუნ კაზიმოვას ახალ ალბომზე, ასევე იმუშავა, “ბრავო რექორდსის” ხმის ინჟინერმა, ალეკო ბერძენიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომი რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და აზერბაიჯანის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტებში პირველ ადგილზეა.