თათა ქრისტესაშვილი
გენერალური დირექტორი
თათა მუსიკალურ ბიზნეს კომპანია „ბრავო რექორდსის“ გუნდს, 2015 წლიდან შეუერთდა. 2012 წელს, დაამთავრა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი. ნამუშევარი აქვს სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიებში არქიტექტორისა და დიზაინერის პოზიციებზე. უმუშავია, რამოდენიმე კომპანიაში, სხვადასხვა პროფესიით, თუმცა „ბრავო რექორდსში“ მუშაობის დაწყება, მისთვის ახალი გამოწვევა იყო. თავდაპირველად, თათა „www.bravissimo.ge-ს“ კოორდინატორი, შემდეგ, კი დირექტორი იყო. 2016-2021 წლებში, „ბრავო რექორდსის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გახლდათ, 2021 წლის სექტემბრიდან, კი გენერალური დირექტორის პოზიციაზეა.
ნამუშევარი აქვს ისეთ პროექტებზე, როგორებიც არის:
- Global Gathering Georgia 2015
- ვლადიმირ კოსმას კინომუსიკის საღამო ფილარმონიაში
- „გამოუვალი მდგომარეობის“ ალბომი და კონცერტი
- ჯაზისა და ღვინის ფესტივალი
- „The Georgian Six-ის“ ალბომი
- ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო „ბლექ სი არენაზე“
- ნოდიკო ტატიშვილის ალბომი
- ნუცა ბუზალაძის ალბომი
- სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი და კონცერტი სპორტის სასახლეში და სხვა.