ჩვენ შესახებ

მუსიკალური ბიზნეს კომპანია – “ბრავო რექორდსი”, 2011 წელს, თბილისში გაიხსნა და დღეს, მუსიკალურ სფეროში მუშაობის გამოცდილებითა და პროფესიონალთა გუნდით, საუკეთესოა, როგორც საქართველოში, ისე მთელ ამიერკავკასიის რეგიონში. “ბრავო რექორდსი”, რექორდ ლეიბლის გარდა, მუსიკალურ გამომცემლობას, ხმის ჩამწერ სტუდიას და კინოგახმოვანების ჯგუფს – “ბრავო დაბინგ” აერთიანებს. კომპანია უზრუნველყოფს მუსიკოსის კარიერის განვითარებას, მენეჯმენტს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის, მუსიკალური ნაწარმოების დისტრიბუციას და მონეტარიზაციას, საერთაშორისო ონლაინ ციფრულ პლატფორმებზე.

“ბრავო რექორდსი” თანამშრომლობს, როგორც უკვე ცნობილ ავტორებთან და შემსრულებლებთან, ასევე ნიჭიერ დამწყებ მუსიკოსებთან, რომლებსაც წარმატებული მუსიკალური კარიერის შექმნა სურთ. მუსიკოსი, რომელიც სარგებლობს “ბრავო რექორდსის” მომსახურებით, მთლიანად კონცენტრირებულია მუსიკაზე, ყველა დანარჩენ სამუშაოს “ბრავო რექორდსი”  უზრუნველყოფს: პროექტის შემოქმედებითი კონცეფციის შემუშავება, ბიუჯეტისა და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, მუსიკოსის სტილი, იმიჯი, სიმღერისთვის მუსიკისა და ტექსტის შექმნა, არანჟირება, სესიური მუსიკოსების მოწვევა, კომპოზიციის სტუდიური ჩაწერა, მიქსინგი, მასტერინგი და საბოლოო ფიზიკური სახით CD და DVD თუ ვინილის მატარებლებზე ტირაჟირება, სადისტრიბუციო ქსელსა თუ ონლაინ პლატფორმებზე გაყიდვები, საპრეზენტაციო კონცერტის ორგანიზება, მუსიკალური კლიპების და კონცერტების მაღალი ხარისხით გადაღება.

„ბრავო რექორდსის” ხმის ჩამწერი სტუდიის ტექნიკური აღჭურვილობისა და აკუსტიკური პარამეტრების დაპროექტება-შესრულებაზე, ბრიტანულმა კომპანია „Funky Junk“-მა იზრუნა. მისი სპეციალისტების მიერ, დაპროექტებულია ისეთი მუსიკოსების სტუდიები, როგორიცაა: Jamiroquai, Elton John, Eminem, Coldplay და სხვები. „ბრავო რექორდსის” ხმის ჩამწერ სტუდიებშ,ი ქართველი მუსიკოსების გარდა, სხვადასხვა წლებში, უმუშავიათ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს: Wyclef Jean, Freddie White, Caroline Campbell, Residente, Tania Maria, Frank Mccomb, Katia Ricciarelli,  „Howard Gospel Choir“, Brenna Whitaker, Endsilia Rombley, Dejah Gomes, Yanela Brooks და სხვა. ამასთან, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ – BBC, ჩაწერა და გადაიღო კონცერტების სერია, ცნობილი ირანელი მუსიკოსების მონაწილებით.

მთავარი მოვლენები

  • 2011 წელს „Grammy“-ის პრზიდენტი, ნილ პორტნოი „ბრავო რექორდსს” ეწვია
  • 2013 წელს „ბრავო რექორდსმა” გახსნა საქართველოში ისტორიაში მუსიკის გაყიდვების პირველი ლეგალური ონლაინ პორტალი – „Bravissimo.ge“
  • 2013 წლიდან „ბრავო რექორდსმა” დააფუძნა შვილობილი კომპანია „ბრავო ივენთსი“ – რომელიც ორგანიზებას უკეთებს – მუსიკალურ კონცერტებს, ასევე სახელმწიფო და კორპორატიულ მუსიკალურ ივენთებს.
  • 2014 წელს საქართველოს ისტორიში პირველად, „ბრავო რექორდსმა” საქართველოში შემოიყვანა მსოფლიოს მუსიკალური გიგანტები – მთავარი რექორდ ლეიბლები: Sony Music Entertainment, Warner Music Group, Universal Music Group და მათი მუსიკალური კატალოგების ოფიციალური ლიცენზირება (სინქრონიზაცია) განახორციელა
  • 2015 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, „ბრავო რექორდსმა” რუსთავის ავტოდრომზე ჩაატარა ელექტრონული მუსიკის პირველი ლიცენზირებული საერთაშორისო (ბრიტანული) ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Global Gathering, რომელსაც 30 000-მდე მაყურებელი დაესწრო. ფესტივალის ჰედლაინერები იყვნენ ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან – Fatboy Slim, Kevin Saunderson, Kryder, Tom Staar, Paul Thomas და სხვა.
  • 2016 წლიდან საქართველოს ისტორიაში პირველად „ბრავო რექორდსმა” სასტუმრო ”ყვარლის ედემთან” ერთად  საფუძველი ჩაუყარა “ჯაზის და ღვინის” ყოველწლიურ ფესტივალს კახეთში.
  • 2017 წლიდან “ბრავო რექორდსის” კინოგახმოვანების ჯგუფი “ბრავო დაბინგ” საქართველოს კინოთეატრების ქსელისათვის “Cavea Cinemas” ქართულ ენაზე ექსკლუზიურად ახმოვანებს უცხოურ კინოფილმებს
  • 2018 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, „Grammy“-ის მე-60 დაჯილდოების ცერემონიალზე, ცნობილი პუერტო-რიკოელი რეპერის – რეზიდენტეს ალბომმა, სადაც „ბრავო რექორდსში”  მის მიერ ჩაწერილი ქართულ-ლათინური სინგლი – „Guerra“ შევიდა, „Grammy“-ს ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო ლათინური როკ და ალტერნატიული ალბომი“
  • 2020 წელს  “ბრავო რექორდსმა” TPN (Trusted Partner Network) სერტიფიკატი მოიპოვა, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი კინოკომპანიების – Walt Disney, Universal Pictures, Warner Brothers, Sony Pictures და სხვათა  კინოპროდუქცია ქართულ ენაზე ხარისხიანი და სრულფასოვანი დუბლირებისათვის პირდაპირ მიეწოდება “ბრავო რექორდსს”.
  • „ბრავო რექორდსი“, ასევე სისტემატიურად ახორციელებს, სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებს და  ამასთანავე სახელმწიფო დონეზე აქტიურად საქმიანობს მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე ხელოვანების ინტერესების და მათ შორის საავტორო უფლებების დაცვისათვის.

ჩვენი გუნდი

“ბრავო რექორდსის” ადმინისტრაცია

ზაზა შენგელია

“ბრავო რექორდს”-ის პრეზიდენტი

თათა ქრისტესაშვილი

გენერალური დირექტორი

გელა ბუბაშვილი

ფინანსური დირექტორი

გიორგი ჟორჟოლიანი

იურისტი

პროდაქშენი

ალეკო ბერძენიშვილი

მთავარი ხმის ინჟინერი

ბორიკო შხიანი

არანჟირების სპეციალისტი

მამუკა (პეკე) ბეგაშვილი

არანჟირების სპეციალისტი

გახმოვანება – დუბლირება (მომსახურების ხელშეკრულებით)

გიორგი ბუბაშვილი

რეჟისორი

სოფო ეჯოშვილი

პროექტის კოორდინატორი

სანდრო მაზიაშვილი

ხმის რეჟისორი

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact