მამუკა (პეკე) ბეგაშვილი
არანჟირების სპეციალისტი
მამუკა, საქართველოში, ერთ-ერთი საუკეთესო არანჟირების სპეციალისტი და მრავალი სიმღერის ავტორია. მათ შორისაა ჰიტები: “არ მიყვარხარ” (ია ჩანტლაძე), “მიდიან დღეები” (აჩიკო მეფარიძე – ვერიკო ტურაშვილი), “So Easy” (ანანო მჟავია) და მრავალი სხვა. აქვს სტუდიური მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. 2004 წელს, გამოცა საკუთარი სიმღერების ალბომი “კალიგრაფია“. იმავე წელს, ამ ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერა “ვეძებ იმ თვეს“ (ქრისტინე იმედაძე) ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის ავტორების ყველაზე პრესტიჟულ ღია კონკურსის – International Songwriting Competition-ის ნახევარფინალში მოხვდა. პეკე არაერთი ცნობილი სიმღერის არანჟირების ავტორია. შექმნა მუსიკა მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფიმისთვის, მათ შორისაა: „37“, „დამოუკიდებლობის 1005 დღე“, “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე”, “ნაღმი” და მუსიკა უამრავი სარეკლამო რგოლისთვის. თუ კითხავთ, რა არის მისი ჰობი, პეკე დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას, მოგზაურობა ანიჭებს. მუსიკოსებიდან, ძალიან უყვარს მაილს დევისი, მარკუს მილერი და ჯორჯ დიუკი.