12 წლის უნიჭიერესი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რამოდენიმე დღის წინ, “ბრავო რექორდსს” სტუმრობდა. მან ახალი სიმღერის ჩაწერაზე დაიწყო მუშაობა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე, 2019 წლის საბავშვო უკრაინული ვოისის გამარჯვებული გახლდათ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იგი, მსოფლიო მასშტაბით, პროექტ “ვოისის” საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს.
მომღერალი, 2018 წელს, საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტის, “რანინას” მონაწილე იყო.